ოპოზიცია ხვალინდელ გეგმებს არ ცვლის

07 ნოემბერი 2020, 20:00 885 ნახვა

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ხელისუფლების გზავნილი ოპოზიციას. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ  ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები  უარყოფით გავლენას მოახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.  მაია ცქიტიშვილის თქმით, აჭარაში  გამართულმა აქციებმა ეს შედეგი უკვე აჩვენა. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ გამოხატვის თავისუფლებას არავის უზღუდავენ.

თუმცა, ვინც აქციაზე წასვლას გეგმავს მოუწოდებენ, რომ   დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე.   ხვალ, ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციურ პარტიებს საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი. 

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით,  მიუხედავად, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, მათ გეგმებს ხელი არ შეეშლება და საპროტესტო აქცია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით  მაინც  ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში