წულუკიძე-ანთაძის განაჩენი

06 ნოემბერი 2020, 20:39 1509 ნახვა

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ელდარ ანთაძე 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, რეზო წულუკიძე კი საპატიმროს 2 თვეში დატოვებს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ გაიზიარა  ბრალდების მხარის პოზიცია და 239-ე მუხლი, რომელიც ხულიგნობას ითვალისწინებდა, 126-ე მუხლით შეცვალა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ცემას გულისხმობს. საბოლოოდ, განაჩენის სახით ანთაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა, წულუკიძეს კი ჯარიმა და 8 თვიანი პატიმრობა განესაზღვრა. ხულიგნობის ბრალდებით წულუკიძე-ანთაძე 7 მაისს დააპატიმრეს, 6 თვის განმავლობაში კი მათი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. გასაჩივრდება თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებული გადაწყვეტს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი