ყოფილი მინისტრი ბრალის წარდგენას პალატაში ელოდება, სადაც ის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს.
ადვოკატს მიაჩნია, რომ უსამართლოდ არის დაკავებული და რომ გადაწყვეტილებას მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი ედება სამსახურეობრივ გულგრილობაში, კერძოდ გამოძიების ინფორმაციით ჯარისკაცებისთვის ნაყიდი აპარატურა სამინისტრომ , იმაზე ძვირად იყიდა, ვიდრე იყო მისი საბაზრო ღირებულება, ამ გზით კი მილიონზე მეტი ლარი იზარალა უწყებამ.
თანხით კი როგორც სუს-ში განმარტეს ბურჭულაძის ოჯახმა მალაგაში უძრავი ქონება იყიდა, ფაქტის შესანიღბად კი საქმეში ფიქტიური გარიგეგები ფიგურირებს.