ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკაშია მოთავსებული, მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

12 სექტემბერი 2025, 11:58 147 ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მან დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ კვადროციკლიდან გადმოვარდნის გამო, მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რის გამოც, ბურჭულაძემ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა. სავარაუდოდ, ბურჭულაძეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს, კლინიკაშივე წაუყენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები კორუფციის მიმართ„ - ასეთია პრემიერის შეფასება ყოფილი მინისტრის დაკავებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი