2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით , მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,, ბაგრატიონი სახე +“ ბრიფინგი გამართა. პარტიის წარმომადგენლები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ, პასუხისმგებლობას კი უმაღლეს საარჩევნო კომისიას აკისრებენ. ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე მათი დამკვირვებლების მიერ დათვლილი ხმების მიხედვით, უმაღლეს საბჭოში 3 დეპუტატის შეყვანა შეუძლიათ. ედნარ ბაგრატიონის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ხმები ხელახლა არ გადაითვლება ისინი უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავენ.