მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არჩევნების გაყალბება არ მომხდარა - კახი კალაძე

05 ნოემბერი 2020, 14:45 1157 ნახვა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. 

"11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე. 

აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ.

ასეთ ვითარებაში, აშკარაა, რომ მათ მიერ უბნების გადათვლა მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად გამოიყენება, რასაც ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით კიდეც და ბევრი ბრიფინგიც გავმართეთ ამის შესახებ.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მითუმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით"-განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძის განცხადებით, ისინი მეორე ტურისტის ემზადებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში