ბათუმში ოპოზიცია მოქმედების სტრატეგიას ცვლის

05 ნოემბერი 2020, 10:21 1433 ნახვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომოსიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  ისინი აჭარის მთავრობასთან აქციებს დროებით წყვეტენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განმარტებით, რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის მობილიზებას იწყებენ და 8 ნოემბრის ფართომასშტაბიანი აქციისთვის მოემზადებიან.

გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი გიორგი კირთაძე, ასევე მედიასაშუალებების ჟურნალისტები. 

კვირას, თბილისის პარალელურად საპროტესტო შეკრება გაიმართება ბათუმშიც. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, ისინი პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლაზე და მანდატებზე უარს აცხადებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში