აჭარაში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა

04 ნოემბერი 2020, 11:03 1198 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში  კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 165 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 8954 პაციენტი.

გარდაიცვალა 9 პაციენტი.

"რესპუბლიკურ საავადმყოფო - 80 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 26.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

რესპუბლიკურ საავადმყოფო - 57 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 21.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, გულის ქრ. უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

რესპუბლიკურ საავადმყოფო - 63 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 27.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე.

რესპუბლიკურ საავადმყოფო - 72 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 26.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, უნივერსალური სიმსუქნე.

მედცენტრი - 47 წლის კაცი, შემოვიდა 30.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 64 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 27.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინსულინდამოკიდებული, არტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარსობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი - 63 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 19.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, არტ. ჰიპერტენზია.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 82 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 01.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: პნევმონია, COVID 19; თანმხლები - ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია.

რესპუბლიკური  საავადმყოფო - 75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 10.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ''-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240.  აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს - 690. რეგიონში 84 მძიმე პაციენტია. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 72.

აჭარაში კოვიდ სასტუმროებშია 1 180 - პაციენტი, ​საკარანტინე სივრცეში 1 392.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი