ბრიფინგი ქართულ ოცნებაში

03 ნოემბერი 2020, 18:57 1804 ნახვა

ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ​ამუკა მდინარაძემ არასწორი საარჩევნო ოქმები წარმოადგინა, რომლებშიც შეცდომები „ქართული ოცნების“ კანდიდატების ოპონენტების სასარგებლოდ არის დაშვებული.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეცდომები მექანიკურია, რადგან ვინმეს განზრახ რომ უნდოდეს ოქმის გაყალბება, ამას თავის საზიანოდ არ გააკეთებდა. ​

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და საარჩევნო პროცესის შესახებ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი