ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდება. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ და არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე, რომ პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც.
ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისათვის, რომლებიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალაქეებს დაავადების გავრცელებისგან, ეს არის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება."-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაკისრებული ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორიცაა დახურული სივრცეების შემთხვევაში, ეს არის ჯარიმა 20 ლარი.