გაერთიანებული ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს

02 ნოემბერი 2020, 17:54 1493 ნახვა

ბოიკოტის რეჟიმშია აჭარაში არსებული მოქმედი ოპოზიციური პარტიები. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობენ.

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ოპოზიცია არც უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ცნობს.  საბოლოო გადაწყვეტილება რეგიონში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. 

მაუწყებელი მმართველ გუნდს დაუკავშირდა. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის მიერ მანდატების დათმობასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი