უცხოური მედიის გამოხმაურება

02 ნოემბერი 2020, 13:52 1047 ნახვა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმიანება. "საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებები, რომლებსაც გადასახლებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, მმართველი პარტია „ქართული ოცნებას“ უპირისპირდებიან", - წერს გერმანული გამოცემა დოიჩე ველე.

"2012  წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართული ოცნების" პოპულარობა ეკონომიკური სტაგნაციისა და დემოკრატიის უკუსვლის გამო, თანდათანობით დაეცა. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას ისახავს მიზნად. სააკაშვილი, რომელიც 2013 წლიდან ემიგრაციაში უკრაინაში ცხოვრობს, ოპოზიციურ კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელშიც მისი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და 30-მდე პარტია შედიან.

საქართველოს რთული საარჩევნო სისტემის გამო, ანალიტიკოსების თქმით, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემადგენლობა, შესაძლოა, მხოლოდ ნოემბრის ბოლოს გახდეს ცნობილი", - წერს გერმანული გამოცემა.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საინფორმაციო სააგენტო ალ-ჯაზირა ეხმიანება.

"ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი საარჩევნო სისტემა ხელს შეუშლის პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს. ქართული ოცნების მმართველობის დასრულების მიზნით, ოპოზიციური პარტიები კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ... საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ პარტია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს ქვეყანას არსებითად მართავს", - წერს ალ-ჯაზირა. 

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის უახლეს ისტორიაში", - წერს გამოცემა ევრონიუსი."დღევანდელი არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით ტარდება, რაც პოლიტიკური ხმების ფართო სპექტრს გულისხმობს. ეს ცვლილება საყურადღებოა იმიტომაც, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკა მხოლოდ ორ ძირითადი პოლიტიკური ბანაკის - "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ პოლარიზდება"- წერს გამოცემა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში