ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება

01 ნოემბერი 2020, 22:33 1910 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

მაჟორიტარული ოლქების ჩამონათვალი ასეთია;

  • ოლქი N10 – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ირაკლი ქადაგიშვილი 47,26%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გიორგი ბოტკოველი –40.43

  • ოლქი N12 – რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – „ქართული ოცნება“ ნინო ლაცაბიძე 47.37%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დავით კირკიტაძე – 32,6%

  • ოლქი N16 – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები – „ქართული ოცნება“ ზაალ დუგლაძე 49,34%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნატო ჩხეიძე – 29,62%;

  • ოლქი N21 – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ქართული ოცნება“ ბეჟან წაქაძე 49,49%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ კახა გეწაძე – 26,98%;

  • ოლქი N23 – ქუთაისის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ ზაზა ლომინაძე 42.16%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძე – 34,72%;

  • ოლქი N27 – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ – ირაკლი ჩიქოვანი – 47,91%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მალხაზ ჯალაღონია – 36,95%;

  • ოლქი N28 – ბათუმის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ რესან კონცელიძე 40,97%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ვარშალომიძე – 37,3%;

  • ოლქი N30 – ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ანზორ ბოლქვაძე 46,26%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მიშა ბოლქვაძე 32,5%.

წინასწარი მონაცემებით მეორე ტური თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქშიც გაიმართება.

  • ოლქი N1 – მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – „ქართული ოცნება“ ბექა ოდიშარია – 44,81%, (21 690 ხმა) „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძე – 29,45%; (14 254 ხმა);
  • ოლქი N2 – ვაკის რაიონი – „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე – 42,24%, (25 333 ხმა) „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია – 35.55%; (21 320 ხმა);
  • ოლქი N3 – საბურთალოს რაიონი – „ქართული ოცნება“ დავით სერგეენკო 43.23%, (31 459 ხმა) „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი – 19,16%; (13 940 ხმა);
  • ოლქი N4 – ისნის რაიონი – „ქართული ოცნება“ კახა კახიშვილი – 46.74%, (25 164ხმა) „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ხატია დეკანოიძე – 27,23%; (14 558 ხმა);
  • ოლქი N5 – სამგორის რაიონი – „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარი 45,87%, (32 199 ხმა) „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ხაბეიშვილი – 39,18%; (27 505);
  • ოლქი N6 – დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – „ქართული ოცნება“ გიორგი ვოლსკი 42,69%, (29 414 ხმა); ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „გირჩი“ – 21, 09% (14 529 ხმა);
  • ოლქი N7 – ნაძალადევის რაიონი – „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილი – 43,76%, (28 584 ხმა) „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი – 25,01% (16 339 ხმა);
  • ოლქი N8 – გლდანის რაიონი – „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ ნიკანორ მელია – 43,88%; (31 094 ხმა) „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი 42,69%. (30 246 ხმა).
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი