''ქართულმა ოცნებამ'' მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მიიღო - თორნიკე რიჟვაძე

01 ნოემბერი 2020, 16:50 1586 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით  ეს იყო სამართლიან და  კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები.

'' რა თქმა უნდა, ამ შედეგით, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. პირველ რიგში, მადლობას ვეუბნები ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერებს. ის აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა, მათ შორის აჭარაში ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა საერთაშორისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით ეს არჩევნები შეფასდა, როგორც სამართლიანი კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები. რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

რაც შეეხება უმაღლეს საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს, რაც უკავშირდება აჭარის არჩევნებს, შეგვიძლია წინასწარი შედეგებით დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას უკვე დღეის მდგომარეობით მათ შორის, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე. შესაბამისად, ის მოსალოდნელი პოტენციური მეორე ტურები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა ოლქებში კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აქვე მინდა გამოვეხმაურო ეუთო-ს დასკვნებს, რომელიც სულ რამდენიმე სთ-ის წინ იქნა გაჟღერებული. შეფასებები გაკეთდა , რაც კიდევ ერთხელ მოწმობს და არის დასტური, რომ არჩევნები გაიმართა თანაბარ, კონკურენტულუნარიან და სამართლიან გარემოში'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი