უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტი შევა

01 ნოემბერი 2020, 12:04 1816 ნახვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული პირველადი მონაცემებით რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ მანდატები ორმა პოლიტიკურმა სუბიქტმა მოიპოვა. „ქართული ოცნება“ და "გაერთიანებული ოპოზიცია“ იქნება წარმოდგენილი მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოში. უკვე დათვლილი უბნებით სახელისუფლებო პარტიას ამომრჩეველთა 48, .. მეათედმა პორცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო  ოპოზციას 34 პროცენტმა. საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ მონაცემები შეიცვლება თუმცა არა მკვეთრად, სავარაუდოდ 2-3 პროცენტით. რაც შეეხება დანარჩენ 20 პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდნენ, მათ ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, რომელიც პროპორციულთა მიახლოებულის სიტემითაც კი თითქმის იგივე - 5 პროცენტი დარჩა, რაც იყო შერეული სისტემის დროს.  არსებული მონაცემებით სავარაუდოდ უმაღლეს საბჭოში 11 დეპუტატი ეყოლება „ქართულ ოცნებას“ და 7 „გაერთიანებულ ოპოზიციას“, თუმცა გასათვალისწინებელია გადაუნაწილებელი მანდატები და მაჟორიტარი დეპუტატები.  აჭარის უმაღლეს საბჭოში სამი მაჟორიტარული მანდატისთვის 40-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა, თუმცა ლიდერებენ აქაც მხოლოდ სახელისუფლებო გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები. უკვე დათვლილი უბნების შედეგების მიხდევით ბათუმში მეორე ტური გაიმართება, არ არის გამორიცხული  მეორე ტური ასევე ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაური- მაღალმთიან აჭარაში  თუმცა ნაკლები ალბათობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში