ქობულეთში ქართული ოცნება გამარჯვებას ზეიმობს

31 ოქტომბერი 2020, 23:40 1360 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქუჩებში ქართული ოცნება გამარჯვებას ზეიმობს. ამბობენ, რომ მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხმების საერთო რაოდენობას და აქტივობას, 43-ათას, 186-ამომრჩეველმა დააფიქსირა მისი პოზიცია. ეს ციფრი დაახლოებით, 61% შეადგენს. მუნიციპალიტეტში. საარჩევნო უბნებზე, არ გამოცხადდა და ხმა არ დაუფიქსირებია, დაახლებით, 27-ათას, 585-ამომრჩეველმა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ელოდებიან საბოლოო შედეგებს .

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში