წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს, პოლიტიკოსები საარჩევნო უბნებზე ადრიანად გამოჩნდნენ. პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად კანდიდატებმა, არაერთი და არაერთგვაროვანი განცხადება გაავრცელეს.
დღეს, ყველა მოქალაქეობრივი ვალის მოხდის აუცილებლობაზე საუბრობდა. წელს პირველად საკუთარი არჩევანი, გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.