პოლიციამ დაიცვას მედიის წარმომადგენლები თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

31 ოქტომბერი 2020, 17:17 771 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვან ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.

ორგანიზაციის ცნობით, სხადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაზიანებასაც.

''Publika''-ს ინფორმაციით, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანთან, მათ ჟურნალისტს მინდია გაბაიძეს, რომელიც ეზოში მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, მოქალაქემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან ჟურნალისტს ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლის მობილური ტელეფონი დავარდა და დაზიანდა. ამავე უბანზე ფიზიკური დაზიანება მიიღო

TV Pirveli -ის ჟურნალისტმა ანა ახალაიამ. მისი თქმით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა. ამავე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან სამგორის ოლქშიც. ონლაინ გამოცემა

On.ge-ს განცხადებით, მარნეულის მეთოთხმეტე უბანზე ,,ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელმა მათ ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა'' წერია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში