''ნაციონალური მოძრაობა'' აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია - თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 16:39 1843 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ რეგიონში ზონდერ ჯგუფების მობილიზება ხდება. თორნიკე რიჟვაძის, თქმით ''ნაციონალური მოძრაობა'' აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ''აჭარაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, დარღვევების გარეშე, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ''ნაციონალური მოძრაობა',' აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაცია. არის ინფორმაცია შემოსული, რომ ბათუმში ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება. ამის ამსახველი მასალაც იქნება გავრცელებული. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი და ასევე იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე, დესტრუქციულ ქმედებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' მოქმედი დეპუტატი ასმათ დიასამიძე მოქალაქეს თანხას აძლევს.

''კადრებში პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ ნაც.მოძრაობის მოქმედი დეპუტატი ასმათ დიასამიძე, რომელიც ასევე სიის მერვე ნომერია, ქუჩაში ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს შეფასებული. მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ უკანონო ქმედებებს'' - ამბობს მთავრობის თავმჯდომარე.

თორნიკე რიჟვაძემ ''ქართული ოცნების'' აგიტატორებს მიმართა თამამად გააგრძელონ, იმის კეთება, რასაც დღის განმავლობაში აკეთებდნენ, ვინაიდან ეს ყველაფერი სრულად შეესაბამება კანონმდებლობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი