არჩევნები 2020

31 ოქტომბერი 2020, 14:08 1021 ნახვა

"ევროპულ საქართველოში" ირწმუნებიან, რომ ბათუმში საარჩევნო პროცესი სისტემური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ მაგალითად მათ მოჰყავთ მე-7 საარჩევნო უბანი, სადაც პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ამომრჩეველმა მიაწოდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ბიულეტენი დაზიანებულია.

ზამბახიძე ირწმუნება, რომ ამგვარ დარღვევებს მასიური ხასიათი აქვს.

ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე ადასტურებენ, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. თუმცა ამბობენ, რომ დაუზიანდათ მხოლოდ ერთი ბიულეტენი და  რომ ეს იყო შემთხვევითობა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში