საია და "სამართლიანი არჩევნების" განცხადებები

31 ოქტომბერი 2020, 13:10 1102 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარღვევებზე საუბრობენ. როგორც სამართლიან ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, დაიწერა რამდენიმე საჩივარი, მათი ნაწილი უკავშირდება პროცედურულ დარღვევებს. არის წილისყრის პროცედურის დროს დაფიქსირებული ხარვეზები, ასევე  დარღვევები გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესში. 

რამდენიმე უბანზე დაირღვა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კაბინიდან გამოსული მოქალაქეების არჩევანს იქვე მდგომი სხვა პირები აკონტროლებდნენ. 

''ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის გარდაბნის ერთ-ერთ  უბანზე, 7  საათის შემდეგ ჩვენს დამკვირვებელს არ მისცეს უბანზე შესვლის უფლება, დაწერილია საჩივარი. ზუგდიდის 65-ე უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, საბურთალოს 23-ე, თელავის 54-ე და მთაწმინდის მესამე უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს. 

შუახევში 41-ე უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების და აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად. ამავე უბანზე გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიამ უარი თქვა  საკუთარი უფლების შესრულებაზე. დაიწერა საჩივარი. 

მარნეულის 85-ე უბანში წილისყრის  დროს ფუნქციები სხვადსხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს'' - განაცხადა სულხან სალაძემ. 

''ჩვენს დამკვირვებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა დროულად შესულიყვნენ უბნებზე, მოგვიანებით ეს პრობლემა აღმოიფხვრა. პრობლემას წარმოადგენდა ასევე  ხმის მიცემის  ფარულობა რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები გამოდიოდნენ ღია ბიულეტენებით, ისე რომ, ადგილზე მყოფ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაენახა ვის მისცეს ხმა'' - განაცხადეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი