ფოთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო

31 ოქტომბერი 2020, 08:46 1740 ნახვა

ფოთში მე 18 საარჩევნო უბანზე. ხმაური იყო. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაგვიანებით დაიწყო. დამკვირვებლების ინფორმაციით, წილისყრა არასწორად მოხდა,პოზიციების გადანაწილება. მათივე თქმით ეს გამიზნულად მოხდა. უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს,რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა უბნებს 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.26-ე მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 16 კანდიდატი იბრძვის . ფოთში სულ 41 376 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამასთან კოვიდპაციენტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ფუქნციონიერებს ერთი სპეც-უბანი. მათ ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშულებით შეუძლიათ.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ამ დროისათვის დაწერილია რამდენიმე საჩივარი, როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე თუმცა მათი ინფორმაციით, ეს არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს. ფოთში არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში