ოპოზიციური პარტიები  „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ

30 ოქტომბერი 2020, 13:01 1061 ნახვა

"ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

10 ოპოზიციური პარტია ხელმოწერით ადასტურებს, რომ პირობას დებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეუქმნის კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციური პარტიები ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას არ შეასრულებენ"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი