საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის კინოსკოლის ინდუსტრიული ნაწილი გაიხსნა. “ალტერნატიული ტალღა“ წელს მეექვსედ ტარდება. მის ფარგლებში წარდგენილია კინემატოგრაფისტების 9 პროექტი, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ, მსჯელობენ პროექტების განვითარების გეგმაზე.
ბიაფის ძირითადი საკონკურსო ნაწილი კი ნოემბერში ჩატარდება. პანდემიის გამო წელს ფორმატი შეცვლილია და საფესტივალო პროგრამაში უცხოელი კინოხელოვანები ონლაინ ჩაერთვებიან. ბიაფში 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.