საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, კოვიდ 19 კიდევ, 2197-მა პაციენტმა დაამარცხა. ინფიცირების მაჩვენებლით კი თბილისი ლიდერობს, რომელსაც აჭარა მოსდევს შემდეგ კი იმერეთი. ვირუსს დღეს, 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 7 აჭარაში. 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 2 კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.