საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 ოქტომბერი 2020, 11:03 561 ნახვა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

covid-19-ით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 022 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 344-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში