კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

27 ოქტომბერი 2020, 12:01 1389 ნახვა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა. კუკავას თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს და დროებით საჯარო კამპანიას წყვეტს.

"მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში"-წერს კახა კუკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი