აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 ოქტომბერი 2020, 11:32 1661 ნახვა

საქართველოში  გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 545 აჭარაში გამოვლინდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 712 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. 

ქვეყანაში covid-19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 8 აჭარაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

1) 79 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა: 13.10.20, გარდაიცვალა: 26.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

2) 82 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა: 09.10.2020, გარდაიცვალა: 27.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თანმხლები: ფილტვის სიმსივნე.

3) 78 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 14.10.2020 22.00, გარდაიცვალა 26.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უმკმარისობა, რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, შოკი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი.

4) ინფექციური საავადმყოფო 65 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 26/10/2020 15:45 გარდაცვალება 26.10.2020 22:30.დიაგნოზი. კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის გაჩერება, თანმხლები: გულის კორონალური სტენტირება.

5) კლინიკა მედცენტრი 76 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 19.10.2020 22.00, გარდაიცვალა 27.10.2020 07.30 დიაგნოზი; ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი თანმხლები: გარტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა, მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, აორტო კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი

6) ქობულეთის სამედიცინო ცენტრი 71 წლის კაცი, გარდაცვალება: 27.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა. თანმხლები: მოციმციმე არითმია, გულის კორნალური სტენტირება.

7) ქობულეთის სამედიცინო ცენტრი 65 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 25.10.2020 22.00, გარდაიცვალა 27.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმია მუდმივი ფორმა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ინსულტისშემდგომი მდგომარეობა.

8) ბათუმის საერთოშორისო ჰოსპიტალი 73 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 17.10.2020 22.00, გარდაიცვალა 27.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უმკმარისობა, რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, შოკი. თანმხლები: თავის ტვინის ინფაქრტი, ესენიცური ჰიპერტენზია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი