ხანძარი ,,ოცნების ქალაქში'' - დაიწვა საცხოვრებელი სახლი

23 ოქტომბერი 2020, 16:26 1373 ნახვა

ე.წ. ოცნების დასახლებაში ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ხინკილაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

6 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა და დროებით მეზობლებს აფარებენ თავს. არსენ ხინკილაძე ამბობს, რომ 8 წელია აქ ცხოვრობს. მისი თქმით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენებია.

დაზარალებული ყვება, ტომ გუშინ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და დახმარებას დაპირდნენ.

''უკვე რვა წელია აქ ვცხოვრობთ, შვილები მყავს, შვილიშვილები. გუშინ სახლში არ ვიყავით. მეზობელმა დამირეკა ხანძარი გაჩნდაო. სახანძრო მოსული დაგვხვდა, სახლი მთლიანად დაიწვა. განცხადებაც დავწერეთ და ვნახოთ რა რეაგირება ექნებათ. ქუჩაში ვართ ახლა. წუხელ მეზობელთან გავათენეთ ღამე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ალბათ არასწორად გაკეთებული ელექტროსადენებია'' - ყვება დაზარალებული. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი