''ბორჯღალოსნები'' დღეს შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

23 ოქტომბერი 2020, 10:35 1106 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს 23 ოქტომბერს, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავს. შეხვედრა ედინბურგში, "მარიფილდზე" გაიმართება. მატჩი 22:30-საათზე დაიწყება.

‘’ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ეროვნულ გუნდში ერთი დებიუტანტი გამოაძახა. საქართველოს ნაკრებში ‘’ბორდოს’’ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი ითამაშებს. შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებები სულ 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივე შეხვედრა შოტლანდიელებმა მოიგეს. ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის რაგბის კავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„შოტლანდიასთან მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. დიდი მადლობა შოტლანდიის რაგბის კავშირს მასპინძლობისთვის. ჩვენ მათგან მუდამ ვგრძნობთ პატივისცემას და მხარდაჭერას“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში