ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს

22 ოქტომბერი 2020, 20:29 945 ნახვა

ხობში, სოფელ ხეთაში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

ამ წუთებში, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, ბრალდებულები კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი