სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

24 ოქტომბერი 2025, 14:00 107 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.

დღევანდელ პროცესს ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს, რომლის უზრუნველყოფა, პროკურატურის ცნობით, შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით. ამასთან, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორებიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.

პროკურატურის ინფორმაციით, „ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე