ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება, დანარჩენ საკითხებზე კომენტარს აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ გავაკეთებთ - ადვოკატი

24 ოქტომბერი 2025, 14:32 136 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება. 

„პროკურატურაში ბრიფინგზე რაც მოისმინეთ, ის არის საქმის მოცემულობა. დანარჩენ საკითხებზე, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ, კომენტარს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით კონსულტაციას. ადვოკატთა ჯგუფი ვართ, კოლეგები ერთმანეთთან შევჯერდებით შესაბამის პოზიციაზე  და გავაკეთებთ განცხადებას. მე შეზღუდული ვარ ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთების მხრივ“, - აღნიშნა გიგუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამზრახველებთან დაკავშირებით ჩვენება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩვენება არ მიუცია.

„არავითარი ჩვენება ბატონ ირაკლის არ მიუცია. მსგავსი კატეგორიის საკითხები არის გამოძიების პრეროგატივა“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე