თურმანიძეების მუსიკალურ ოჯახს დიდი ტრადიციები აქვს, ოჯახის უხუცესმა წევრმა არაერთი უძველესი ფოლკლორული ნამუშევარი აღადგინა და თითქმის მთლიანი ოჯახი ამ სფეროში მოღვაწეობს, თუმცა ამით შემოსავალს თითქმის ვერ ღებულობდნენ, ამიტომ კომერციულ ხერხს მიმართეს და თავისი ნიჭიც გამოიყენეს.
სასტუმროში დამსვენებელს ისინი ადგილობრივი კერძების გარდა მუსიკითაც უმასპინძლდებიან, მართალია ეს სეზონი წარმატებული არ გამოდგა, თუმცა ისინი ბიზნესის გაფართოებას მაინც აპირებენ.