უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანში მატჩების ჩატარება აკრძალა

21 ოქტომბერი 2020, 11:52 1297 ნახვა

უეფამ მიიღო გადაწყვეტილება – გაურკვეველი ვადით შეაჩეროს საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარება სომხეთსა და აზერბაიჯანში. მიზეზი  მთიან ყარაბაღში დაძაბული სიტუაციაა.  „უეფას მიაჩნია, რომ დღეისთვის ამ ქვეყნებში ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მატჩების გამართვა შეუძლებელია“, – წერია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე. ორივე ქვეყნის ფედერაციებსა და კლუბებს შეუძლიათ წარმოადგინონ ალტერნატიული ადგილები უეფას ეგიდით გასამართი საშინაო მატჩებისთვის. უეფა ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის იმ მატჩებზე, რომელიც მომავალი წლის ივნისში ბაქოში უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში