პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან - ხატია დეკანოიძე

20 ოქტომბერი 2020, 16:57 1473 ნახვა

პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საჩხერეში განაცხადა,  სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარად გიორგი კაპანაძე წარადგინა.

დეკანოიძის განცხადებით, 31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე.

„აქ, სულ ერთ კილომეტრში არის ჩემი საყვარელი ბებიის და ბაბუის საფლავი. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 31 ოქტომბერს ამ ქვეყანაში შეიცვლება ის უკუსვლა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო. 31-ში დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი, ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ.

მინდა ჩემს საჩხერლებს, ჭიათურლებს მოვუწოდო, მივიდნენ და ხმა მისცენ გიორგის, რომელიც დაუღალავი მებრძოლია. პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას ზუსტად გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგის სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი, გასასხვისებელი ქვეყანა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი