საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი გადაიდო

20 ოქტომბერი 2020, 16:48 1156 ნახვა

ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და არსებული შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა თამაში დროებით გაეუქმებინა. შესაბამისად საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება საქართველო– რუსეთის შეხვედრა და რაგბის ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი თამაშები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში