საქართველოს ცა ევროპიდან ფრენებისთვის იხსნება

20 ოქტომბერი 2020, 12:18 1433 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომპანიებს, რომლებიც ფრენებს ტრადიცული მიმართულებებით ასრულებენ სიხშირეების გაზრდა შესთავაზეს. მისივე განმარტებით, ნოემბრიდან კომპანიებს, საშუალება მიეცემათ ფრენები ახალი მიმართულებებითაც შეასრულონ.

"ნოემბრიდან კომპანიებს, რომლებიც ფრენებს ასრულებენ ტრადიციული მიმართულებით როგორიცაა: მიუნხენი, პარიზი, რიგა, ვარშავა შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. რაც შეეხება ახალ მიმართულებებს როგორიცაა: ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ვილნიუსი, დორტმუნდი, ათენი, კატოვიცე, მილანი ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ რეისებს დაიწყონ რეგულარული ფრენები.

უფრო მეტ დეტალს, მაგალითად რამდენჯერ იფრენენ კვირაში, რა სიხშირით, როდიდან განაახლებენ, ეს დიდწილად დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიებზე, მათ კომერციულ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას და ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზეც, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეტაპობრივად მოხდეს ფრენების გახსნა. ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმატებს და ეს რისკი უნდა იყოს დაბალანსებული და მეორეს მხრივ,ჩვენი არჩევანი ადაპტაციაა და ის რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი