ხანძარია სვანეთში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალაში ტყე იწვის. რთული რელიეფური მდებარეობის მიუხედავად ცეცხლს მოსახლეობა და მაშველები ერთად ებრძვიან.
ქრობის სამუშაოებში 3 სახანძრო ეკიპაჟია ჩართული. უკვე ლოკალიზებულია სვანეთში გაჩენილი კიდევ ერთი ხანძარი, სოფელ დიზის მიმდებარედ.