ბათუმის "დინამომ" თბილისის "საბურთალო" გასვლაზე დაამარცხა

18 ოქტომბერი 2020, 16:34 1613 ნახვა

ბათუმის "დინამომ" მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გასვლაზე თბილისის "საბურთალო" დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. 13 ტურის შემდეგ ბათუმელები 26 ქულით გათამაშების ლიდერები არიან.

გორის "დილას" 23 ,ხოლო თბილისის "დინამოს" 22 ქულა აქვს. დედაქალაქელებს ორი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. დღეს "ლოკომოტივი" 20:30 საათზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. 

შემდეგ შეხვედრას ბათუმის "დინამო" 26 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში