აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილები და პრომო კლიპის გადაღებები დასრულდა. პროექტ "გემრიელი აჭარას" ფარგლებში ცნობილმა შეფმზარეულებმა ადგილობრივ მზარეულებთან ერთად 10-მდე ტრადიციული აჭარული კერძი მოამზადეს და მათი თანამედროვე ვარიანტები მასტერკლას აჩვენეს სტუმრებს. განიხილეს ტრადიციული კერძების სერვირება, შეფუთვა და მომხმარებელთან მიტანის სტანდარტები.
ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებისა და დესერტების გადაღებები აჭარაში დასრულდა. პროექტის მიზანი აჭარული კერძების პოპულარიზაცია და რეგიონში კულინარიის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოგაკვეთილები ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე განთავსდება.