გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა სამი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 131 კოვიდდადებითი პირი.
რეგიონის Covid კლინიკებში 590 პაციენტი მკურნალობს, 19 არასრულწლოვანი და 28 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 53 მოქალაქე. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე თავისუფალია 29 საწოლი.
Covid სასტუმროებში რჩება 885 პირი, არასრულწლოვანი - 62. აჭარაში ბინაზე 1300-მდე პირი იმყოფება.