ვინ მიიღებს ბინას “იაფ სახლში” წლის ბოლოს გახდება ცნობილი

16 ოქტომბერი 2020, 15:30 1933 ნახვა

იაფი სახლის ბენეფიციარებს საბოლოოდ საკონსულტაციო ჯგუფი შეარჩევს. ჯგუფის შესარჩევად ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება და იაფი სახლის მომავალი ბინადარების ვინაობაც ცნობილი იქნება. ქალაქის მერის არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მიმდინარეობს შემოსული განაცხადების გადარჩევა თუ რამდენი ოჯახი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს პირველ ეტაპზე. ე.წ იაფი სახლის პროგრამა საშუალო ფენაზეა გათვლილი, ამ ეტაპზე გასანაწილებელია 40 ბინა ორ კორპუსში. 1 კვადრატული მეტრი ფართობის თვითღირებულება 1 083 ლარით განისაზღვრა. თანხა ბინის მესაკუთრემ 15 წელში უნდა დაფაროს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში