დაშავებული ბავშვი რამდენიმე წუთის წინ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს

16 ოქტომბერი 2020, 00:12 6227 ნახვა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვი რამდენიმე წუთის წინ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 3 წლის ბავშვი დაშავდა ბათუმში, თამარის დასახელებაში დღისით 4 საათზე მოხდა.

მცირეწლოვანის ოჯახის წევრები და ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

მათი თქმით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მათ განუცხადეს, რომ შესაბამის ოპერაციას აქ ვერ გაუკეთებდნენ და დაშავებული თბილისში გადაყვანას საჭიროებდა.

დაშავებულის ახლობლების თქმით, მცირეწლოვნის დედაქალაქში გადაყვანის დაყოვნების რამდენიმე მიზეზი დაუსახელეს, მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად თავისუფალი რეანომობილის არ არსებობა დასახელდა. როგორც ბავშვის ახლობლები განმარტავენ, სამედიცინო დაწესებულებაში ასევე უთხრეს, რომ ვერ მოიძებნა ექიმი, რომელიც ტრანსპორტს თბილისში გაყვებოდა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი