აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების შედეგად - გახარია

15 ოქტომბერი 2020, 14:28 1165 ნახვა

პრემიერის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

„აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განმარტებით, დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ.

„დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც 1 თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი