კოვიდ სტატისტიკა საქართველოში 

13 ოქტომბერი 2020, 11:03 1586 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა  და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841-ს შეადგენს.  ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 6 867​​-ს შეადგენს.

ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა-207, თბილისში-168, იმერეთი-117, შიდა ქართლი-25, ქვემო ქართლი-7, სამეგრელო-ზემო სვანეთი-24, გურია-8, კახეთი-5, მცხეთა მთიანეთი-5, სამცხე ჯავახეთი-3.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში კი 1 393 პირი რჩება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი