უკვე მესამედ ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი ''მაუნთი ვითნი” შემოვიდა. დაგეგმილია შეხვედრები სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან, გაიმართება ერთობლივი სამაშველო და სამძებრო წრთვნები. ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების გაძლიერება და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდაა. ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი საქართველოს 15 ოქტომბერს დატოვებს.