ტურნირი სპორტინგში

11 ოქტომბერი 2020, 20:05 934 ნახვა

სპორტინგში შეეჯიბრნენ ერთმანეთს მონადირეები. პირველად ჩატარებულ საქალაქთაშორისო ტურნირში, მოყვარული მონადირეები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი მცხეთის, მეორე ზესტაფონის, მესამე კი ქუთაისის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. 

შეჯიბრი ღია ცის ქვეშ ტარდებოდა, მონაწილეებს კი  მოეთხოვებოდათ სამი პოზიციის გავლა, თითოეული ლოკაციიდან მოძრავ სამიზნეებზე ისროდნენ. ტურნირის   ორგანიზატორი ,  მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,, ბაზიერია’’.             

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში