მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ამერიკა ლიდერობს, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 მილიონამდე აღწევს.
მეორე ადგილზე არის ინდოეთი, აქ კოვიდიანთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა, 918 პაციენტი კი გარდაიცვალა. ხოლო მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, სადაც „კოვიდ-19“ 5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 150 ათასსე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.