აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო და 172-მდე შემცირდა

11 ოქტომბერი 2020, 12:57 1586 ნახვა

აჭარაში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო. დღეს, რეგიონში 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ დადებითი პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანაში პირველ ადგილზე თბილისია. აჭარაში კი, ინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს.

"სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა და თბილისში არის 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და გახლავთ 172 პაციენტი", - განაცხადა ენძელაძემ.

გასულ დღეებთან შედარებით, დღეს რეგიონში კორონავირუსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი